ამონარიდები გიორგი ხორგუაშვილის მოთხრობიდან – „კნაპე”
„თუ ფული გაბადია, ნამუსიც ბევრი გასხია, ჭკუაც დიდი გაქვს და ხალხის პატივისცემითაც ყელთამდე ხარ მოყირჭებული. თუ არა და, კაციშვილს არ უნდიხარ, მშრალი სალამიც კი ენანებათ შენთვის, სიყვარულით მოყვანილ ცოლსაც მოსძულდები და შენი სისხლით მონაგარ შვილებსაც”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – ბევრი სადედამთილო და სამამამთილო მინახავს, ხელები უტატანებიათ ათვალწუნებულ სარძლოზე, მაგრამ მერე ისე მოსტკბობიან, რომ ერთმანეთის ჭირი მოუჭამიათ”.
* * *
„ – ხომ გაგიგონია, ჩემო კნაპე, ერთი კინტო ყირამალა რომ იდგა ხელებითა და ისე დასცქეროდა დედამიწას, რას შვრებიო, შეეკითხნენ. ამ უკუღმართ ქვეყანას უკუღმა უნდა უცქირო, რომ წაღმა მოგეჩვენოსო”.
* * *
„ – ეჰ, რა დრო დაგვიდგა, მტყუანი და მართალი ვეღარ გამოიცნობა…”
* * *
„უკეთესს უკეთესები დაეღირსებიან”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„რომელ ქალიშვილს დალევია თბილი თვალით მაცქერალი?!”
* * *
„ – კაცს უნდა მოექცე კაცურად, არაკაცს კი არა.
- არა, არაკაციც კაცებში უნდა ჩააყენო, თორემ ძალიან ცოტანიღა შემოგვრჩებიან ხელში…”
* * *
„როდის იყო, უგულო და უნამუსო კაცი, სინდისით იქენჯნებოდა…” – (ავტორი გენია.ჯი)