ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…
„ – ოცნება თქვენი, გოგო-ბიჭების საქმეა. მე კი, მე, ჩემსას დამაჯერეთ. ჩემი ოცნებები ახლა, მე რომ შემფერის და შევუპყრივარ, მოგონებებია, განვლილი წუთისოფლის შეფასება-გადაფასებაა. ისინი იმათ შეეხებიან, რასთანაც გავჩნდი, სადაც აღვიზარდე, კეთილი და ბოროტი განვიცადე. მერე დავბერდი…” – ბორის ჩხეიძე (ჯუთია) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ზნეობრივი სამოსი უფრო ძნელი დასაგდები ყოფილა”. – ოთარ ჩხეიძე (კვერნაქი)
* * *
„ – ოჰ, ეგ ვაჟები! ათასი ეშმაკი უზის ყოველ მათგანს ბეჭებსა და გულგვამში. ვერ გაიგებ, რით და როგორ დაგალევინებენ სამსალას”. – ბორის ჩხეიძე (ცხრა მჭედელი)
* * *
„ადამიანს გათავება, ერთი დროც იქნება, არ სცდება”. – ბორის ჩხეიძე (ჯუთია)
* * *
„მიბაძვა იმითი როდია საშინელი, რომ არაფერს ახალს ის არ გვეუბნება, ის საშინელია აგრეთვე იმიტომაც რომ მიმბაძველს არ გააჩნია საკუთარი სულიერი სამყარო და არც საკუთარი მეტყველება. მიმბაძველის ენა სხვისია, თვითონ სხვაა და ისინი ერთურთს არ შეესაბამებიან”. – დემნა შენგელაია (ნიკო ლორთქიფანიძე) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„გაუთხოვრად დარჩენილი ქალი სწორედ ის მცდარი ყვავილია, რომელიც ტოტზე გაჩნდება და გულში ნასახის გაუნასკვავად ჩამოყრის ფურცლებს”. – ბორის ჩხეიძე (ჯუთია)
* * *
„სატრფო, შვილი, უდიდესი რამ არის. მაგრამ სამშობლო კიდევ უფრო მაღალია. ამ გრძნობის წინაშე ყველა გრძნობები ყუჩდებიან”. – დემნა შენგელაია (სიცოცხლის მღერალი)
* * *
„მიზანში ამოღებულ მისაღწევს, რაც ადრე ეწევი კაცი, ის გერჩიოს”. – ბორის ჩხეიძე (ვეძისში ვცხოვრობ)