ამონარიდები გიორგი ხორგუაშვილის მოთხრობიდან – „ცოცხალი სულები”
„ეს უსამართლო ცხოვრება ერთ გაბრაზებადაც არა ღირს”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ვინც რა უნდა ბრძანოს, რახან ითქვა, ადრე თუ გვიან სიტყვა საქმედ იქცევა”.
* * *
„ – სოლომონ ბრძენს უთქვამს, თურმე სიცილი დიდი მარგებელი რამ არის ადამიანისათვისაო. სიცოცხლეს უხანგრძლივებს და უმშვენიერებსო. გულსაც რგებს და მუცელსაცაო. მონელებისათვისაც უებარი წამალი ყოფილა, ხომ გახსოვს მელიასი და მწყერჩიტას ამბავი. გამაძღარი მელია რომ მწყერჩიტას პამპულობაზე კვდებოდა სიცილით. ჩვენც არ გვაწყენს გულიანი სიცილი”.
* * *
„რას გაიგებ ეხლანდელი ხალხისას”.
* * *
„კაცი თვალებითა და სიტყვით გამოიცნობა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ვინ მოსთვლის მუცლის ჩემპიონებს”.
* * *
„ – ჩამოიქეცი, ცაო, ამდენი ცოდვითა და ამდენი უსამათლობითა, სასაცილონი ვინ არიან და ვის დასცინიან”.
* * *
„სიცილი ბევრჯერ ცრემლზე მწარეა”.
* * *
„ეხლა ყოველი ნაბიჯის გადადგმაზე გუნებას აგიმღვრევს ქურდობა, მოტყუება და მამაძაღლობა. სასადილოში ვერ შესულხარ, ოთხში ამოგიღებენ და ისე გამოგიშვებენ, მაღაზიაში შედიხარ და ზომაშიც გატყუებენ, წონაშიც, ხარისხშიც. სამკერვალოში შეხვალ და ფულით გიზომავენ შესაკერს, ტაქსში ჩაჯდები და ვალშიც ჩაგსვამენ. სახლის აშენებას განიზრახავ და სამუდამო სამყოფელზე დაგაწყებინებენ ფიქრს, საავადმყოფოს კარს მიგაყენებს სატკივარი და ბეწვის ხიდზე შეგაყენებენ, თუ ფული გაქვს, გაივლი, თუ არა და ჩაგიწყდება. უმაღლესის კარს წაეტანები და შიგ შუბლში დაგეჯახება, თუ მეტისმეტად მაგარი თავი არა გაქვს, შუაზე გაგიჩეხავს. სადაც მიხვალ, ყველგან ნამუსის ქუდის მოხდით მოგეგებებიან. სამართლის საძებნელად წახვალ და გაჩენის დღეს გაწყევლინებენ. ყველგან სიცრუე და ღალატია. ცრუები და მოღალატეები დიდების ტახტრევანზე აჰყავთ, მართალსა და პატიოსან კაცს კი ცოცხლად მარხავენ. მოდი და დამშვიდებით უყურე ამ უსამართლობას!”
* * *
„მამული კი არა, ზოგ-ზოგმა ძალფულოვანმა ლამის ჩვენი წილი მზეც გაგვიყიდოს, გულიც გაგვიყიდოს და სულიცა”. – (ავტორი გენია.ჯი)