ამონარიდები თამაზ ჯიბღაშვილის რომანიდან – „ადამიანი მარტო არ არის”
„რატომ არიან ადამიანები ასეთები? რატომ გვრით სიამოვნებას სხვათა უბედურება, რატომ არ არიან თავაზიანი და გულმოწყალენი, ვისთვის უნდათ ბუნებისაგან მომადლებული სიკეთის ნიჭი და რატომ გადააქცევენ ამ ნიჭს ბოროტებად?” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – ადამიანები რაღაცნაირები გავხდით, ერთმანეთს ვეღარ ვცნობთ, ისე გამეტებით ჩავარტყამთ ხოლმე გულში, პირდაპირ სასიკვდილოდ ვიმეტებთ”.
* * *
„თვალთმაქცობა პატიოსანი კაცის საქმე არ არის”.
* * *
„სიძნელეს თუ გაექეცი, რა ბიჭობაა?”
* * *
„გულწრფელობასა და პირდაპირობას რა სჯობია”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„გაჭირვებაში კაცის მიტოვება რა ვაჟკაცობაა?”
* * *
„ეს ცხოვრება ხელისგულზე არ გვიდევს, ცხოვრება ზოგჯერ თავისას გვკარნახობს და თუ არ დავუჯერეთ, ცუდად წაგვივა საქმე”.
* * *
„თუ ძველს პატივი არ ეცით, ახალი რაში გამოგადგებათ?”
* * *
„ცხოვრებას თავისი კანონები აქვს, თუ ამ კანონებით არ იხელმძღვანელე, ვითარებაში თუ არ გაერკვიე, სულელს დაგიძახებენ”.
* * *
„რა შეიძლება იყოს ახალგაზრდა კაცის ცხოვრებაში უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე მისი უნარის დაფასებაა?” – (ავტორი გენია.ჯი)