ამონარიდები გიორგი ხორგუაშვილის მოთხრობიდან – „ცხრაუღელა”

„სადაც სიბრძნე მოუმადლებია ადამიანისათვის, იქ სისულელეც მოუყოლებია მაღალ ღმერთს…” - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„დიდკაცობისათვის ნუ ხარბობთ, ეგ ისეთი უნაგირია, დიდხანს არავის გაიჩერებს ზედ. ბევრი მინახავს იქიდან გადმოვარდნილი და წელში ვეღარ წამომართულა”.

* * *

„უთქმელობა გვღუპავს და მაინც ესე ვიქცევით”.

* * *

„როცა ადამიანი მონდომებულია, არაფერი გაუჭირდება”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„პირი თუ მობღუჯე და ხმალი არ გაიშიშვლე, სულ თავიანთას აჭენებენ”.

* * *

„ლხინში ყველა ამირანია”.

* * *

„ – არ ვიცი, ვისგან გადმოგვედო და ერთი უვარგისი ზნე გვჭირს: პირში თქმა არ გვიყვარს სიმართლისა, არა! თუ რამე არ მოგვწონს, გულში ვიტრიალებთ სათქმელს, უთქმელი სიტყვა კი გამოურწყავი მუწუკივით აღონებს კაცს. ენა იმიტომ მოუცია გამჩენს, რომ სათქმელი თქვას: თქმა კი ადგილას უნდა”.

* * *

„ძალის დატანება, გინდა თუ არა, ესე თქვი და მოიქეციო, ყველაზე დიდი ცოდვაა ამ ქვეყანაზე…”

 

კომენტარის დატოვება