ამონარიდები ოთარ ჩხეიძის რომანიდან – „კვერნაქი”
„ცდა ბედის მონახევრეაო, რომ თქმულა, ალბათ, ერთ ცდაზე როდი თქმულა, ბევრ ცდაზე ითქმოდა, მრავალზე, გამარჯვებამდის, ბედის გამოჭედვამდის”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„წლებმა მხოლოდ მიმატება იცის!”
* * *
„ცოდნა მკაცრია, ანუ სიმკაცრე უნდა ცოდნის შეძენას”.
* * *
„ზოგჯერ სულ უბრალო რამ სცვლის გარემოს, ადამიანს, ხასიათს”.
* * *
„ინსტიქტს თავისი გააქვს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ჩვენი ცხოვრება წესში მოქცეულა, წესს ვერც გადავალთ”.
* * *
„მარცხი რა საძებარია, ის თვითონვე მოვა, ნელ-ნელა მოვა, დაგეუფლება და აღარ გაგიშვებს”.
* * *
„შეუხებელს ვერ შეეხები”.
* * *
„ – მიცვალებულთა ლანდები მაშინებენ.
- საშიშნი არიან მხოლოდ ცოცხლები, საშიში იქ არის, – ქალაქისკენ გაიშვერს ხელს, მხოლოდ იქ არის, თორემ აქ ან იქ, – ახალ სასაფლაოსკენ გადაანაცვლებს ხელს, – უშფოთველობა და უძრაობაა”.
* * *
„ღირსების ფასი ადგილმაც იცისო”. – (ავტორი გენია.ჯი)