ამონარიდები ნოდარ შამანაძის მოთხრობებიდან…
„ – როგორც მოგეხსენებათ, დათვი ზამთრობით ჩაიდებს პირში საკუთარ თათს, ლოკავს და თავს იტყუებს, საკვებს შევექცევიო. ჩვენც დათვს ვგავართ ზოგჯერ: ვიიმედებთ და ვიტყუებთ თავს”. - (უსიმღერო ნადიმი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მეტისმეტმა დარდმა იცის ასე, შეიძლება გონებიდან გადაგიყვანოს”. – (საფლობი)
* * *
„ – დღეს ლუკმა არ ჩამსვლია პირში, მარტოდმარტო არ მიყვარს ჭამა. მით უმეტეს, ღვინო თუ მაქვს. მთიელებს ჰქონიათ კაი ჩვეულება. მაგალითად, ხევსურს სტუმარი თუ არ ჰყავს, ქუდს მოიხდის თურმე, დადებს სუფრაზე და სადღეგრძელოებს მას ეუბნება, სანამ არ გამოიბრუჟება”. – (ტვირთი)
* * *
„სიკვდილს არაფერი მოეხერხება, თვარა სხვას ყველაფერს ეშველება”. – (საფლობი)
* * *
„ცოლ-ქმრობა მიძალებითა და ძალდატანებით რომ არ შეიძლება, ვინ არ იცის?!” – (შუქი სევდის ბაღში) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ცხოვრებაში ბევრი ისეთი რამ ხდება, ფლოსოფოსებს რომ არ დაესიზმრებათ!” – (უსიმღერო ნადიმი)
* * *
„ – თფუ, როგორ გაფუჭდნენ! წინათ ჭირის უფალ ქალს ყველა მოკრძალებით ხვდებოდა. გზას უთმობდნენ; სანამ შავებს არ გაიხდიდა, სხვანაირად ვინ შეხედავდა! ახლა კი…” – (შეხვედრა სიკვდილის შემდეგ)
* * *
„ – მიწამ თქვა: საყვარელი მომაბარე და ორ დღეში დაგავიწყებო!” – (შუქი სევდის ბაღში)
* * *
„დრო მოვა, კატას თაგვების ცოდვას მოჰკითხავენ”. – (საფლობი)
* * *
„გახსოვდეთ: ცეცხთლთან თამაშმა ხანძრის გაჩენა იცის!” – (ვეშაპის კუნძული) – (ავტორი გენია.ჯი)