ამონარიდები გიორგი ხორგუაშვილის მოთხრობებიდან…
„ – როდის იყო სიმართლის მთქმელი გაგვიხარებია!” – (ძია შიოს უცნაურობანი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ზოგი ადამიანი ძაღლზეც უარესია და მგელზეც”. – (ძია შიოს უცნაურობანი)
* * *
„ცოტა შვილიანობა ცოტა ერიანობაა”. – (მაღალი ღმერთი)
* * *
„ – ძაან რომ ჩავუღრმავდეთ ქართველები, ყველანი მოკეთეები გამოვდგებით ერთმანეთისა.
- მაშა, მაშა, სუ ახლობლები ვართ.
- განა რამდენი დავითვლებით, რომ ერთიმეორეს დავეკარგოთ?!
გუნება გამზიანებოდათ, სიყვარული მოსძალებოდათ, სიცოცხლის სიყვარული, ადამიანის სიყვარული. გულისგულის ნათესავებივით ეჯიგრებოდნენ ერთმანეთს”. – (ძუძუსხატი)
* * *
„ქალმა საქმით უნდა იქალოს”. – (მაღალი ღმერთი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – ეხლანდელი ახალგაზრდები როგორი დაურიდებლები არიან! ვგიჟდებოდი ჩემი დანიშნულისათვის, მაგრამ სანამ საწოლში არ ჩავიბურდნებოდი, ტუჩს ტუჩზე რა დამადებინებდა”. – (მაღალი ღმერთი)
* * *
„ – გამიგონია, დედას რომ მუცელში აწვალებს, ქვეყნის გამხარებელი გაიზრდებაო”. – (მაღალი ღმერთი)
* * *
„ – ეგრეა, დედაკაცო, მანამდე ლეკვს არ გაიჩენს, ოჯახს ჯიგარს ვერ დაჰყრის პატარძალი”. – (მაღალი ღმერთი)
* * *
„ – ის რძალი ძაღლი უნდა იყოს, რომ ოქროს ოქრო არ დაარქვას და ნახშირს – ნახშირი”. – (მაღალი ღმერთი)
* * *
„ღმერთო, სიცოცხლე აზეიმე ქვეყნიერებაზე!” – (ძუძუსხატი) – (ავტორი გენია.ჯი)