ამონარიდები ოთარ ჩხეიძის რომანიდან – „კვერნაქი”
„მამაკაცი წინ, ქალი უკან, წინათ ამ ფათერაკებიან ქვეყანაში ასე უვლიათ, ვაჟკაცი უთუოდ წინ გავიდოდა, ავთა და ბოროტთა, ფათერაკთა შესაგებებლად, წინ ივლიდა. უნდა დაეფარა ქალი, სუსტი არსება, მკერდით უნდა დაეცვა, უნდა შესწირვოდა. ყივჩაღის ლექსშიც ასე დაუხატავათ, ბევრად ადრეც ასევე ყოფილა, ადათად გადმოსულა, შთამომავლობას გადმოსცემია, წესად დარჩენილა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ცოლ-ქმრობა სულთა კავშირია”.
* * *
„ – შიში შიშია და შიში აფუჭებს ბევრ რამეს, ძარღვებს აფუჭებს და რაღა სიკეთეს უნდა ელოდე ძარღვებშემოშლილი ადამიანისგან?!”
* * *
„გენიალური მუსიკოსებიც ბევრი მოვლენილან, გენიალური პოეტებიც, მაგრამ კონფლიქტები არ განელებულა, არც ერთი ბოროტება თუ ვნება არ დაუცხვრიათ არც მუსიკოსთა, არცა პოეტთა, პირიქით, თვითონვე ყოფილან ყველაზე ვნებიანი მოშურნენი ერთიმეორის ნიჭისა, არც სხვა რამ ცოდვა დაჰკლებიათ, უმწიკვლოდ ვერ გამოსთხოვებიან ამ ცხოვრებას”.
* * *
„სევდას არ უნდა მიეცეს ადამიანი, უბედურებას არ უნდა დაემორჩილოს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – ხომ არიან, სხვის შვილსა ზრდიან, საკუთარში ვერ გამოარჩევენ”.
* * *
„თვით მომაკვდავიც კი მომავლით სუნთქავს”.
* * *
„ხშირად ცოლ-ქმარნი ძალიან გვიან მიხვდებიან, რაც უფრო ადრე დასცილდებიან, მით უკეთესი”.
* * *
„ – განა ადვილია შეირიგო უარყოფილი? – არა, არ არის ადვილი, ან არც მომხდარა, არც გამოჩენილა ესოდენი დიდსულოვნება, მომავალში თუ მოიმატებს, ვინც შეესწროს, იმან დაიტრაბახოს”.
* * *
„ყველა მოვალეა გამოეხმაუროს საზოგადოების მღელვარე მოვლენებს”. – (ავტორი გენია.ჯი)