ამონარიდები გიორგი ხორგუაშვილის მოთხრობებიდან…
„ეს ცხოვრება ყოფილა უზარმაზარი თეატრი, რომლის ავანსცენაზე ადიან ვერაგი ადამიანები და უსირცხვილოდ წარმოსახავენ სიკეთესა და სიმართლისათვის მებრძოლთა სახეებს და თვალახვეული მაყურებელი აღტაცებით უკრავს ტაშს… ხოლო ვისაც დაკვირვებით ჩაუხედავს და გამოუცვნია მათი ფარისევლობა, დიდი სულიერი ტრაგედიის მორევში ჩავარდნილა…” – (სიცილი უცინარისა) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – მაშ, რისთვის გვქვიან ადამიანები, თუ ერთმანეთს არ გამოვადექით!” – (სიცილი უცინარისა)
* * *
„რაკი ერთი გაირყვნება ქალი, მერე ქრისტე ღმერთიც ვერ მოარჯულებს”. – (ძია შიოს უცნაურობანი)
* * *
„ – ფასი რაღა საკითხავია, როცა ადამიანის სიცოცხლე სასწორზეა”. – (სიცილი უცინარისა)
* * *
„მართალი უნდა იყვე და ყველა გამოგყვება”. – (ალავერდი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„სიყვარული და პატივისცემა – საქმით!” – (სიცილი უცინარისა)
* * *
„ალალი ლუკმის ბადალი ქვეყნად რა არი, არხეინად რომ გძინავს და გღვიძავს, ამას რა შეედრება?!” – (სიცილი უცინარისა)
* * *
„ცხოვრებას სამყოფად გამოსდევს სიმწრის გემო”. – (სიცილი უცინარისა)
* * *
„მუდამ ვის ულხინს?!” – (სიცილი უცინარისა)
* * *
„კაცს რომ სიბერე წელში მოკაკვავს, იმას რაღა ექიმი და ვექილი უნდა…” – (ავტორი გენია.ჯი)