ამონარიდები თამაზ ჯიბღაშვილის რომანიდან – „ადამიანი მარტო არ არის”
„ღვინო ღვინოა, გინდ გააკეთე და გინდ გამოაკეთე, მოგსპობს კაცს”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – არა სჯობია, კაცმა ცოტა დალიოს და დიდხანს იცოცხლოს?
- რა თქმა უნდა, კაცმა როგორ არ უნდა დალიო, მაგრამ ზომაც უნდა იცოდე. თუმცა ისიც ხდება, რომ ადამიანს სიცოცხლეში წყლის მეტი არაფერი დაულევია და ბოლოს ინფარქტით საიქიოს წასულა”.
* * *
„ადამიანი უპირველეს ყოვლისა, ნებისყოფით უნდა იყოს აღჭურვილი”.
* * *
„ – ჩვენი სიყვარული ისე დაიწყო, ამაზე კრინტიც არ დაგვიძრავს. უნებლიეთ მოხდა ყველაფერი. მხოლოდ ერთხელ ვიყავით კინოში, ერთხელ ზოოპარკში და რამდენჯერმე ტელეფონით ვილაპარაკეთ. ეს იყო და ეს. მართალია, ეს ურთიერთობა სწრაფად და იოლად დამყარდა, მაგრამ ამით ერთმანეთის თვალში ფასი არ დაგვიკარგავს”.
* * *
„ – დედები არ გარბიან, შვილები გავურბივართ ხოლმე”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – ჩვენს წინ წყვილმა ჩაიარა. გოგო ძალიან ახალგაზრდა ჩანდა და შემოპრუწული კაბა ეცვა. ოდნავ მსხვილი, მაგრამ ჩამოქნილი ფეხები ჰქონდა. ცირას თვალი არ გაუყოლებია, როგორც ეს გოგოებმა იციან ხოლმე. კაცები ერთმანეთს არ ათვალიერებენ, ესეც კაცობის ნიშანია, ალბათ”.
* * *
„მშობელი როგორ უნდა დაივიწყოს კაცმა”.
* * *
„ცხოვრება რაღაცნაირი გახდა, უწინ რომ იყო, იმას აღარ ჰგავს, ადამიანები გამამაძაღლდნენ, შურიანები გახდნენ და, თუ ეგრე გაგრძელდა, ერთმანეთს დავჭამთ”.
* * *
„შვილების გულისათვის რომ ვიკლავთ თავს, უნდა დაგვაფასონ კიდეც”.
* * *
„ – სად არის, ბატონო, დალაგებული ცხოვრება?” – (ავტორი გენია.ჯი)