ამონარიდები ნოდარ შამანაძის მოთხრობებიდან…
„ – შვილო, ბრძენი კაცის ნათქვამია, ტანსაცმელს სიახლიდან გაუფრთხილდი, სახელს და პატიოსნებას ბავშვობიდანო”. – (პურადი კაცი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„საწყალი გულით თავს ვერ გაიტან”. – (მწუთხე ცრემლები)
* * *
„იმაზე საშინელი არაფერი ყოფილა, ცამდე მართალი რომ ხარ, მოღალატედ და გამცემად კი გთვლიან”. – (მწუთხე ცრემლები)
* * *
„ – მზემ ზეცის შეღმართი რომ აიარა და კაკლის კენწეროზე ჩამოჯდა, მაშინ გამიხსენენს შინაურებმა”. – (მწუთხე ცრემლები)
* * *
„ფიქრი გულის მატლია”. – (ვეშაპის კუნძული) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ნათქვამი ადამიანს არ გაუკვირდება…” – (მწუთხე ცრემლები)
* * *
„ზოგჯერ ვისგანაც არ ელი, სწორედ ის იქმს ავსა და ბოროტს”. – (მწუთხე ცრემლები)
* * *
„დილით რა ჭამა, ხშირად საღამომდე ავიწყდება კაცს”. – (მწუთხე ცრემლები)
* * *
„ეშმაკი არც ხნავს და არც თესავს”. – (მწუთხე ცრემლები)
* * *
„ – რაო, ქართველი კაცი თავს არ მოიკლავსო? მართლა ამბობ, თუ ყასიდად იმეორებ პოეტ ლადო ასათიანის სტრიქონს: „თავს არ მოიკლავს ქართველი არა!” – არა, ძმაო, არც შენ ხარ მართალი და არც ჩვენი დიდებული პოეტი. თუ სულში ჩააფურთხებენ და ღირსებას შეულახავენ, თანაც სიმართლის ყველა გზას ჩაუხერგავენ, შეიძლება ქართველმაც მოიკლას თავი”. – (ავტორი გენია.ჯი)