ამონარიდები გიორგი ხორგუაშვილის მოთხრობიდან – „სიცილი უცინარისა”
„ – ჰოი, უცნაურო ცხოვრება, როგორ მინდა გისაყვედურო, რომ უღირს ადამიანებს გაირევ ხოლმე შენივე სიმშვენიერის შესარყვნელად!.. იმ მარად საწყევარ ბოროტ სულებს რად აძლევ იმის ძალას, რომ თავისი მსახვრალი ხელი დარიოს შენს სიკეთეს!.. უსინდისო კაცს რად ანიჭებ იმის უნარს, რომ თავისი ბილწი ზრახვები აღასრულოს უბიწო და სინდისიერი კაცის იერით!..” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ადამიანის სიყვარული ვაჟკაცის სამკაულია”.
* * *
„საერთოდ სიტყვა უძლურია სინამდვილის გამოსახატავად”.
* * *
„ – რამდენი ბოროტი ადამიანი დაძვრება ამ ქვეყანაზე!
- რამდენიც გნებავს! – წამწამები ააპარპალა ხვთისომ”.
* * *
„შეულეველი რა არის ამ ქვეყანაზე?!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – ჰოი, ბოროტებავ, რა უჩინმაჩინის ქუდით დაიარები ქვეყანაზე”.
* * *
„ – მაგარიც ის არის, რომ ყველა თავის ჭკუაზე და სურვილზე მოქმედებს, ერთმანეთს მხარს არ აძლევენ, ერთ ჩანაფიქრსა და მიზანს ვერ მიჰყოლიან.
- სწორი ბრძანებაა, ბატონო ხვთისო, ცალ-ცალკე ეწევიან, მაგათ ნოყიერ გულებშიც ჩათესილა შურისა და „მარტო მე უნდა ვიყოს” თესლი.
- ეგა გვღუპავდა და გვღუპავს ჩვენ…”
* * *
„ზოგიერთი ადამიანი ადამიანის წამალია, ზოგიც – საწამლავი”.
* * *
„ – ეჰ, ვეღარ გაიგებ, ვინ ითვლება ნამუსიანად და ვინ უნამუსოდ!” – (ავტორი გენია.ჯი)