ამონარიდები გიორგი ხორგუაშვილის მოთხრობებიდან…
„ჭკვიანმა კაცმა უმიზნოდ არც უნდა დაისველოს ენა. ვინა თქვა: ენა დოვლათს არა ჰქმნისო! მოქნილი და თითლიბაზა ენით რამდენი კაცი სჭამს პურს, ვინ მოსთვლის!” – (უთქმელი სადღეგრძელო) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – დაასხი, ჩემო ჯაფარ, პატიოსნების შესანდობარი უნდა დავლიო!” – (ოცდაათი ვერცხლი)
* * *
„ – თუ არა ვცდები, ერთმა ფილოსოფოსმა ბრძანა, ალბათ, პლატონი იქნებოდა, ანდა სულაც ჩვენი ბრძენი დიონისე, ყველაფერი შედეგებით იზომებაო”. – (უთქმელი სადღეგრძელო)
* * *
„ – რას იზამ, ბევრჯერა ხდება ისე, რომ დამნაშავე თავის სკამზე დასვამს მართალ კაცსა”. – (ოცდაათი ვერცხლი)
* * *
„ – მაღალო ღმერთო… ნეტავი, მართლა არსებობდე, მარტო შენ კი არა, საიქიოც”. – (ზედაშე) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„უსამართლობაზე გულსაკლავი არა არის რა ქვეყანაზე. ყველა უკუღმართობას და უბედურებას გაუძლებს ადამიანი, თვით სიკვდილსაც შეიჩვევს, მაგრამ უსამართლობას ვერა და ვერა! ეგ ღუპავს ადამიანსაც, საზოგადოებასაც, ქვეყანასაც…” – (ოცდაათი ვერცლი)
* * *
„ვის რასა ჰკითხავს უსამართლო სიკვდილი”. – (ზედაშე)
* * *
„ – ჩემო პატარა მეგობრებო, რაც უნდა ბრდღვიალებდეს დალოცვილი მზე, უსამართლობა და ბოროტება მაინც სადღაც იმალავს თავს, სიმართლისა და სიკეთის მოსასხამით თამამად დააბიჯებს ამ ცოდვილიან ქვეყანაზე და რაც უფრო უჩინარია, მით უფრო საშიშია”. – (ოცდაათი ვერცხლი)
* * *
„ – ასეა, კაცი რწმენით იმარჯვებს! რწმენა ძალაა სიცოცხლისა, რწმენა სულია გამარჯვებისა!” – (ზედაშე) – (ავტორი გენია.ჯი)