ამონარიდები ოთარ ჩხეიძის რომანიდან – „კვერნაქი”
„დრო არ უნდა დაჰკარგოს ადამიანმა, დროს დაკარგვა სიცოცხლის დაკარგვას უდრის”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ბედნიერებასაც მიბეჯითება უნდა, ზრუნვა უნდა, თორემ თავისთავად ვერ გაიხარებს, რას გაიხარებს, თავისთავად უბედურებაც არ არის, ბედნიერება როგორ ივარგებს თავისთავად”.
* * *
„ადამიანზე ძლიერი არაფერია ბუნებაში. არაფერია!”
* * *
„რასაც ამბობენ, განა ყველაფერი მართალია…”
* * *
„შრომისგან რომ წარმომდგარა ადამიანი, უშრომლობა ცხოველობისაკენ დაბრუნება იქნება”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ნეტავი რომელი ქალი არ თამაშობს თავმოწონობანას”.
* * *
„ – რა მოხდა მერე, ისეთი რა ნაკლია მცირე სიკოჭლე თუ ოდნავი დაქანება თეძოსი, ბუნებისგანაა თუ შემთხვევისგან, მიუტევებელ ნაკლად როდის თქმულა?! რა მოხდა მერე, ბაირონიც ყოფილა კოჭლი, ბარათაშვილიც კოჭლი ყოფილა; ბაირონი დედას სძრახავდა, დედაჩემის ბრალია ჩემი სიკოჭლეო, ბარათაშვილი არავის სძრახავდა, ჩემი სიცელქის ბრალიაო, – რისი ბრალიც უნდა ყოფილიყო, კოჭლები ყოფილან, ოღონდ არც არავინ იგონებს, არც არავინ უთვლის ნაკლად, რა მოხდა მერე?”
* * *
„ერთი შეცდომა ყველას მოუვა”.
* * *
„მისატევებელი ნაკლი ყველასა აქვს”.
* * *
„გრძნობა გრძნობაა, ერთხელ შეიძლება ეჭვიც იყოს, ფუჭი ეჭვი, მოჩვენება გამიზეზებული ადამიანისა”. – (ავტორი გენია.ჯი)