ამონარიდები ოთარ ჩხეიძის რომანიდან – „კვერნაქი”

„არიან ეგეთნი, სხვისი ღვაწლი ჩირადაც არ უღირთ”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„პირველი ბედი ბედია. მეორე მოგონილიაო, უთქვამთ და მართალიც ყოფილა”.

* * *

„ამ ცხოვრებაში, ზოგი თავში მოხვედრილა, ზოგი ბოლოში, ზოგი შუაში, ზოგი მრავალმეტყველთან მოქცეულა, ზოგი ბრძნულადმეტყველთან, ზოგი ძლიერთან, ზოგი სუსტთან, ყველა თავისას შეჰბმია”.

* * *

„ – საქმიანი კაცი ანკესს მიუჯდება?

- დასვენების დროს მაშ რას იზამს საქმიანი კაცი?

- საქმიანი კაცის დასვენება არსად თქმულა…

- მოსვენებულნი სასაფლაოზე წვანან”.

* * *

„დარიგება ადამიანს არასოდეს მოსჭარბდება”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„არის სხვა რაღაც, ისეთი რამ, გაანგარიშებას რომ არ ემორჩილება, რაღაც უცნაური, უცნაური იმიტომ, გაანგარიშებაში რომ არ შემოდის, თორემ ისე, ბუნებრივი, ნამდვილი, ჭეშმარიტი”.

* * *

„ქუჩას არც ჰყვარებია კენტი თუ კანტიკუნტი, ან უნდა იყოს აღვსილი ხალხით, ან უნდა დაიცალოს; ან უნდა ღელავდეს, ან უნდა მოისვენოს”.

* * *

„ – მცირეოდენი და არაფერი ერთიდაიგივეა, მცირედითაც არ ივარგებს ტრაბახი, როგორც არაფრით”.

* * *

„კეთილმა სიტყვამ სათვალავი როდი იცის”.

* * *

„სილამაზეს საზღვრები არ უყვარს”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>