ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…
„სიბრალულმა თანაგრძნობაც იცის, თანაგრძნობამ ყველაფრის მიტევება, ხოლო მიტევების შემდეგ ახალი ცხოვრება იწყება”. – ოთარ ჩხეიძე (კვერნაქი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ნაჩუქარის დაყვედრება კეთილსინდისიერება არ არის”. – ოთარ ჩხეიძე (კვერნაქი)
* * *
„ – ეჰ, ამასაც მოვესწარი, გადამთიელს უნდა ვკითხო, ჩემს მიწაზე ვიდგე თუ ვიარო?!” – ნოდარ შამანაძე (წინათგრძნობა)
* * *
„ხსნა ყველგან არისო, რომ თქმულა, მართლადა თქმულა”. – ოთარ ჩხეიძე (კვერნაქი)
* * *
„ – დიაცებთან მეზარება პურის ჭამა. შებოჭილი ხარ, თავისუფლად ვერაფერს იტყვი. მიხვალ ოჯახში, დიასახლისი დიდის ამბით წარმოგიდგენს ცინგლიან ბალღს: აი რა ნიჭიერი მყავსო. ორს რომ ორი მივუმატოთ, რამდენიაო, ჰკითხავ. სამიო, გიპასუხებს. უჰ, მართლა რა ნიჭიერი ყოფილაო. უნდა იძახო”. – (თეთრი ბატკანი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„სიტყვას თავისი საზომი აქვს”. – ოთარ ჩხეიძე (კვერნაქი)
* * *
„ხალხი რომ აირევა და აზვირთდება, სიკეთეს არ მოიტანს”. – ნოდარ შამანაძე (წინათგრძნობა)
* * *
„სიხარულმა დაღლისა რა იცის?!” – ოთარ ჩხეიძე (კვერნაქი)
* * *
„ – კაი ვქენით, რომ არ დავკალით. მე ვარ ახლა მაგის ღმერთი. სიცოცხლე გავუხანგრძლივე. ასეა, ჩვენ-ჩვენი ღმერთი ყველას გვყავს. ვინ იცის, ახლა ჩემი ღმერთი იქნებ დანას ლესავს და სულ მალე წამაქცევს, ჰა?!” – ნოდარ შამანაძე (თეთრი ბატკანი)
* * *
„რახან ხდება, საკვირველიც აღარ არის, რადა ხდება”. – ოთარ ჩხეიძე (კვერნაქი) – (ავტორი გენია.ჯი)