ამონარიდები ოთარ ჩხეიძის რომანიდან – „მეჩეჩი”
„ეგრე რო იყვეს, რაღა უჭირს კაცს, კარგი ახსომდებოდეს, ცუდი ავიწყდებოდეს”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ვაგლახ, რო კოკა მაინც წერაა წყლისა…”
* * *
„რაც არ გეკითხება, ნუ ეჩრები, რაც გეკითხება, ის იკითხე…”
* * *
„არაფერია გასაკვირველი”.
* * *
„რა ვუყოთ, სიცილი უყვარს სოფელს, ლაღობა უყვარს, გასაჭირშიც სასაცილოს დაეძებს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„თვალი და ყური უცნაურია, ვერ მოისვენებს თუ საითმე არ გაიქცა, თუ რამეს არ მისწვდა, ასეა ყველასი”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს, გაგეგონებათ, ცხოვრება ჯაჭვია მიზეზ-შედეგისაო”.
* * *
„ვერას დამალავ მტრიან ქვეყანაში”.
* * *
„ადამიანები ერთმანეთის მინამგვანი არიან, თითქოს განსხვავდებიან, მაინც საოცრად ჰგვანან ერთმანეთს: ზოგი წარმოსადეგი გახლავთ, ზოგი დანაკული, ზოგი ჯავარიანი, ზოგი მომახინჯო, ზოგი ბოროტი, ზოგი კეთილი, ზოგი ცბიერი, ზოგი ალალი, ზოგი ფიცხელი, ზოგი გულდინჯი, მაგრამ ჰოი რო საკვირველებავ, მაინც რო ერთნაირნი გახლავან, ერთნაირნი, ერთნაირნი”.
* * *
„მოძალადე სტუმარი ავაზაკზე უარესია”.
* * *
„გარდაუვალი მაინც გვიან ურჩევნია ადამიანს. სიკვდილზე გარდუვალი რაღა იქნება, რაც გვიან მოვა უკეთესიაო”. – (ავტორი გენია.ჯი)