ამონარიდები ოთარ ჩხეიძის რომანიდან – „მეჩეჩი”

„დაუდასტურებელი სიტყვა ქარია ან ისიც არ არის…” - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ამყოლს აჰყე, დამყოლს დაჰყეო რო უთქვამთ, მაინცდამაინც ადვილი არ ყოფილა, ან ვერ აჰყვები, ან არ აგიყოლიებენ, ჭიპზეც რომ გასკდე”.

* * *

„შემძლენი – არ იკვეხნიან. მყვირალა მტერი საშიში არ არის”.

* * *

„ – ყველაფერს უნდა გაწვდე, კაცი”.

* * *

„რა გული აიტანს სიცოცხლის გაქრობას?” – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„განა ყველაფერს ახსნა უნდა?!”

* * *

„კაცია და გუნებაო, ზოგი მალე დაიჯერებს, ზოგი გვიან, ზოგი სულაც ურწმუნოა, ეს ბუნებაა და კაცთ არ ეძრახვით”.

* * *

„აჩქარებითა სოფელი არავის მოუჭამიაო, თუმცა, დახანებითაც სოფელი არავის მოუჭამია”.

* * *

„ნუგეშიც კარგია… ნუგეში გულის მალამოა…”

* * *

„სიკეთის გაზიარება შეიძლება, სიავისა – არა, არა!..” – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება