ამონარიდები ოთარ ჩხეიძის რომანიდან – „მეჩეჩი”

„ვინ იცის, რა არის კარგი, ზოგს ასე ჰგონია, ზოგს ისე, ყველა თავისთვის მართალია, ერთიმეორისათვის – მტყუანი; ერთს ასე მოსურვებია, მეორეს ისე, ერთს აქეთ გაუწევია, მეორეს იქით, მაგრამ ვინ საითაც უნდა მიიწევდეს, ვისაც რა უნდა მონდომებოდეს, ყველას წყურვილი მაინც ერთია, სიცოცხლეა ყველას წყურვილი. ყველას თავისი სიცოცხლისათვის მონდომებია დანარჩენნი; ამიტომ შებმულან, წაკიდებულან, ამიტომ აღელვებულან, გახარებულან თუ დამწუხრებულან, მოდი და გაიგე რა არის კარგი, ვინ არის კარგი, ვინ არის ავი, მოდი და გაიგე, როცა ერთი სურთ, ერთი სწადიათ, ერთი წყურვილით ავსებულან, ხოლო ერთნაირი არა აქვთ ფიქრნი, ზრახვანი, ხასიათი, განწყობილებანი, ჰო, მოდი და გაიგე!” – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ბოროტებას ბევრგვარი სახე აქვს… ბოროტება იმიტომაც არის, სიყვარულის, სიკეთის, სათნოების სახის მიღებაც შეუძლიან…”

* * *

„ადამიანი ერთია ფიქრით, ხასიათით, საქციელით, ერთია და სხვადასხვანაირად მოსჩანს სხვადასხვა თვალში: კეთილად, ბოროტად, გონიერად, პატიოსნად, ნამუსზე ხელაღებულად, გააჩნია ვისთვის რა მოუტანია თავისი საქციელით, სიკეთე, თუ ზიანი, – ერთისთვის ერთი, მეორესთვის მეორე, მესამესთვის მესამე, ერთია, ერთი ჩაუდენია, მაგრამ იმდენგვარია, რამდენიც ავნო ან გაახარა, რამდენგვარადაც ავნო და გაახარა”.

* * *

„ყველას თავისი სირცხვილი აქვს, ყველას თავისებურად ესირცხვილება”.

* * *

„განგება დიდია, ყველას უხდის სამაგიეროს. უხდის, მიუზღავს”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ცივი კერა, ცივი საწოლი და ტყვია ერთიდაიგივეა კაცისათვის. თბილი კერა უყვარს, კატასავით უყვარს კაცს, თბილი ხელისა და თბილი გულისთვის ცხრა მთასაც გადაივლის”.

* * *

„ბედის მჭედელი ადამიანია”.

* * *

„ფათერაკს თვალი არა აქვს”.

* * *

„ვინ იცის, ვინ უწყის, გამწარება რა გზას აარჩევინებს ადამიანს, სატანასთან სხვა რა მიიყვანს გამწარების მეტი, გამძაფრებული სურვილების მეტი”.

* * *

„ვინ არა ცდილობს უბედურობიდან თავდაღწევას, ამისთვის ვინ დაუძრახიათ?!” – (ავტორი გენია.ჯი)

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>