ამონარიდები ოთარ ჩხეიძის რომანიდან – „ბურუსი”
„იმედი რა დასაკარგია?!” - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ქვეყნის საქმეს ხალხი აკეთებს, ხალხი!”
* * *
„გარეგნობა ვერ განსაზღვრავს ადამიანის შინაგან ღირსებას, ნიჭიერებას…”
* * *
„განა უცნაური და მყარია გემოვნება? – ზოგს მოსწონს, ზოგს არ მოსწონს ერთი და იგივე რამ და არავინ იცის, ვინ უფრო მართალია”.
* * *
„ბულბული რო გალობს, ლომიცა ბრდღვინავს, ერთმანეთს ხელს არ უშლიან”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„უცნაურები არიან ადამიანები, ხან გასაკვირველს არ გაიკვირვებენ, ხან გაუკვირალი უკვირთ”.
* * *
„თვალი თვალის წილო, ოღონდ ზომიერად, ზომიერად…”
* * *
„მცირე განაწყენება ადამიანს სიყვარულს ვერ გაუნელებს, თუ გაუნელებს, მაშ მოჩვენება ყოფილა, სიყვარული კი არა, მოჩვენება ყოფილა”.
* * *
„ნუ იტყვი ავს და ნურც გეშინიან ავის, იტყვი და მიიღე საკადრისი”.
* * *
„ადამიანი ხალხში იზრდება, წრეში იზრდება… რა წრიდანაც მოდის, ის იქნება”. – (ავტორი გენია.ჯი)