ამონარიდები ოთარ ჩხეიძის რომანიდან – „ბურუსი”
„რაც უნდა მცირე გქონდეს, მოშურნე მაინც გამოგიჩნდება”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ტყუილად უთქვამთ, მხოლოდ პატიოსანი კაცი უძლებს ყველა გამოხედვასო”.
* * *
„სისხლსაც აქვს თავისი დუღილის წერტილი…”
* * *
„სად გაგონისა, სტუმრის გაშვება უპურმარილოდ!”
* * *
„ასეა, სიმართლე ვერავის აუტანია”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„სიყვარული აგვამაღლებსო, რუსთაველმა გვიმოძღვრა…”
* * *
„გულმა როდი იცის ჩქარობს თუ აყოვნებს, გული ფეთქს, ღელავს, ღელავს ზოგჯერ ისეთი ძლევამოსილებით, რომ მოერევა ადამიანს, მოერევა გონებას, გადმოსკდება, მოვარდება, როგორც მთის მდინარე”.
* * *
„სული… რთული მოვლენაა სული…”
* * *
„შესიტყვება არავის ეპიტნავება, ყველა კმაყოფილია თვის გაონებით, ყველას შეურყვნელი ჰგონია თავისი ნათქვამი, ყველა დიდაქტიკოსობს, ყველა დამრიგებელია, დარიგებას ყველა უკადრისობს”.
* * *
„ადამიანი პირადულზე მაღლა უნდა აყენებდეს საზოგადოებრივ ინტერესებს”. – (ავტორი გენია.ჯი)