ამონარიდები გივი კარბელაშვილის რომანიდან – „გათანგულნი”
„უფულო კაცი უხელფეხოზე უარესია, ძაღლად არავინ აგდებს – არც მტერი და არც მოყვარე”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ბავშვი პირველად სიარულს სტავლობს, ვაჟკაცობაში კი გზის გაკვლევა უნდა ისტავლო, თვარა მაგ თუ ვერ ქენი, კაცობა შეგეშლება, დეიჯაბნები ცხოვრებაში”.
* * *
„ყველა ადამიანმა საშვილიშვილოდ უნდა იწამოს უპირველესი და უნეტარესი მცნება – უსამშობლოდ ბედნიერება არ არის ქვეყნად”.
* * *
„დრო კი არა, განცდისა თუ განცდების ძალა განსაზღვრავს ადამიანურ მოგონებათა მარადისობას”.
* * *
„ჯანმრთელ ხალხთან სიკვდილმა უცებ იცის მოსვლა, ასეა მაგ”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„უცხოეთში სვებედნიერი პეწენიკი არავინ გადახვეწილა”.
* * *
„ისტორია ისტორიაა და გუნება-განწყობით მისი აღწერა იგივეა, რაც ჭეშმარიტების ღალატი, რაიც ისევე უნდა ისჯებოდეს კანონით, როგორც ნებისმიერი სისხლის სამართლის დანაშაული – უისტორიოდ თანამედროვეობა ისევეა, როგორც უსაძირკვლო შენობა, როგორც უდედმამო შვილი და უსაფუძვლოდ მოყიმყიმე ადამიანი”.
* * *
„მოგება და ხიფათი ძმები ყოფილან ყველგან და ყოველთვის”.
* * *
„ვაჟკაცი ქალის შებრალებას თუ აჰყვა, წახდება უთუოდ, გონებას გული დაუჯაბნის და გზას ასცდება აუცილებლად”.
* * *
„პირის შენახვა უპირველესი ნიშანია კაცის ვარგისიანობის”. – (ავტორი გენია.ჯი)