ამონარიდები გივი კარბელაშვილის რომანიდან – „გათანგულნი”

„საკუთარ სიმდიდრესა და ჭკვას ნუ დაანახვებ ხალხს, ბევრ მტერს გეიჩენ, ცოტა ქე უნდა გყავდეს, გაფხიზლებს ის…” - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„არიან ადამიანები, რომლებსაც ბედი არ უმართლებთ და რამდენიც არ უნდა იწვალონ ცხოვრებაში, მაინც ვერაფელს გახდებიან…”

* * *

„ბერიკაცმა რა იღონოს, თვარა ყმაწვილი ადვილად იტანს ყოლიფერს”.

* * *

„უცხო ხილი ყველას უყვარს”.

* * *

„კაცის ცხოვრება გულისა და გონების ჭიდილია, პირველის გამარჯვება ადედაკაცებს კაცს, მეორისა კი ამხეცებს…” – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ქონებას ნამატი უყვარს, იგი ტბასავითაა, რომლიდანაც მდინარე გამოდის და სხვა წყალი თუ არ შეემატა, დაშრება, გატიალდება”.

* * *

„ქართველი კაცის ძალა ოჯახის ძლიერებაშია, თუ ოჯახი დაუსუსტდა, თვითონაც ძაბუნდება, ვერცა ქონება უშველის”.

* * *

„ფულს ბანკში უყვარს შენახვა”.

* * *

„უსაქმობა კაცს აფუჭებს”.

* * *

„უოჯახოდ ძნელია კაცის ყოფა”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება