ამონარიდები სერგო კლდიაშვილის მოთხრობებიდან…
„რა დამღლის ვიარო წმინდა ქართულ მიწაზე, რა დამღლის ვუცქირო ჩემი ქვეყნის ცასა და მზეს! ამაზე დიდი სიკეთე რა უნდა ვინატრო!” – (სოფლის გზაზე საქართველოში) - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„დრო, თურმე, კეთილი მკურნალია. ყველას გაუყუჩა და მოუშუშა ტკივილი”. – (ჭინკა-ბიჭები)
* * *
„ – ბედნიერად მომახუცეთ და თვენი აუგი ვთქვა? აბა აღარ ყოფილა ქვეყნად პატიოსნება”. – (შორეული)
* * *
„რა, განა არ არიან ვაჟკაცი გოგონები?” – (მაიკო)
* * *
„ორმოცდაათი წელიწადი გვერდიგვერდ ცხოვრობდე, ერთმანეთის ჭირსა და ლხინს იზიარებდე, ახალგაზრდობა ერთად გაატარო, შეაბერდე და, ბოლოს, უეცრად დაშორდე – დაგწყდება კაცს გული, მაშ, რა იქნება!” – (შორეული) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – გზაზე დამდგარი კაცი კი არ უნდა გამოიტირო, შე ქალო, უნდა გაამხნევო”. – (შორეული)
* * *
„ზოგჯერ ისეც მომხდარა, რომ გამოცდილი მოგზაურიც შემცდარა”. – (ისიკუმბა)
* * *
„ – დედაშენს გაცვლიდი შენ? – უეცრად ხმას იმაღლებს ეზეკია.
ბესარიონს ვერ გაუგია, რას ეკითხება და გაკვირვებული შესცქერის.
- მე შენ გეკითხები, დედაშენს გაცვლიდი იმიტომ, რომ სხვა დედაკაცი უფრო ლამაზი იყო?
- მაგის გამო დედა ვის გაუცვლია, შე კაი კაცო…” – (შორეული)
* * *
„მოდი და ნუ დაიჯერებ, რომ ადამიანი თავიდანვე განისაზღვრავს ხოლმე საკუთარ ბედს და რომ მისი უკანასკნელი დღე სწორედ იმგვარად დასრულდება, როგორც თვითონვე განიმზადა”. – (ისიკუმბა) – (ავტორი გენია.ჯი)