ნიკო ლორთქიფანიძე წერდა…

„დიდი ხანია უკვე მივხვდით, რომ ყოველისფერს თავისი დრო აქვს და ყველაფერი თავის ადგილზე კარგია”. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ისეთ სიგლახეს და სიწამხდრეს ვერ მოიგონებს კაცი, რომ მისი შესამშვენებელი სიტყვა და ფაქტი არ მონახონ”.

* * *

„მომწონდა მტკიცება, რომ შურისძიება კანონიერი და ლამაზი მოვლენააო”.

* * *

„ცხოვრება მთა არის ტყე-კლდოვან-ყინულიანი”.

* * *

„მწუხარება არაფერია, მაგრამ სირცხვილი, სირცხვილი იცით რა არის?” – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ცხოვრება არავისთვის არაა სიამოვნება: ზოგი ასე იტანჯება და ზოგიც ეგრე”.

* * *

„სიღატაკე-სიმდიდრე ძნელი გასაზომია. ვინ უფრო მდიდარია და ვინ უფრო ღარობი, ვერ გაზომავთ, რადგან ერთს შეიძლება იმდენ ბედნიერებას ვერ მისცემს ოქრო და ბრილიანტი, როგორც მეორეს ჩითის კაბა”.

* * *

„უმაღლესი გრძნობანი დღეს სასაცილოდ არიან აღებულნი”.

* * *

„უნაყოფო ოცნება შესაცოდია”.

* * *

„მე ცოცხალი ვარ, რადგან მოვკვდი”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება