ამონარიდები გივი კარბელაშვილის რომანიდან – „გათანგულნი”
„ხალხის ბატონი ის არის, ვინც მისივე მსახურია”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„საკაცობრიო პირველობის ავადმყოფობით ბევრი ერი რიგ-რიგობით ავადდებოდა, რამეთუ ის საკაცობრიო პირველობა არის უკურნებელი და მარადიულად გარდამავალი სენი თვით კაცობრიობისა”.
* * *
„ქრთამი და ძღვენი ერთია, ოღონდ სიტყვებს ასდის სხვადასხვანაირი სუნი”.
* * *
„რაც ერთხელ წავა, ვერ მობრუნდება, რამეთუ გარდასული და გარდაცვლილი ერთი ყოფილა ამ მადლიან წუთისოფელში”.
* * *
„მართლაც დიდი უბედურებაა კაცისა, როცა საკუთარი ტყუილი თვითონვე სჯერა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„კაცობრიობის ისტორიაში დიდ ლაშქრობებსა და ომებზე ნაკლებს როდი აღწევდნენ უძლეველნი თუ უნდილი გაიძვერანი ამა ქვეყნისანი”.
* * *
„ქვეყნიერება არასოდეს არ ყოფილა ერთი ერისა და სახელმწიფოს ბატონობის ქვეშ, რამეთუ ყველა აღიარებული ბატონობაც კი ყოველთვის შემოიფარგლებოდა ქვეყნიერების დიდი თუ მცირე რეგიონით ან რეგიონებით, სრულიად კი არასოდეს არ უმძლავრია არავის – არცა ბერძნებს, არცა რომაელთ, არცა პორტუგალიელთ, არცა ესპანელთ, ფრანგთა თუ ინგლისელთ…”
* * *
„მთვარე უვარსკვლავებოდ ზეციერ ციმციმს არის მოკლებული”.
* * *
„ყოველი ჭეშმარიტი მამულიშვილი ვალდებული არის იფიქროს ქართული ენის შესახებ და შეძლებისამებრ ზრუნვაც არ მოაკლოს. უმჯობესია იმ ფიქრსა და ზრუნვაში შეცდეს, ვიდრე შეუცდომლად გატრუნულმა გულგრილად უყუროს მის აწმყოსა და მომავალს”.
* * *
„სიტყვის უადგილოდ ხმარება ადამიანის განუსწავლელობის ან დაუდევრობის ერთი ნიშანია”. – (ავტორი გენია.ჯი)