ამონარიდები სერგო კლდიაშვილის მოთხრობებიდან…
„გასახარელი ამბავია, რომ ზოზინით მიდის და ძალზე იგვიანებს ხოლმე, თურმე სამწუხარო და საუბედურო ელვის სისწრაფით მიეახლება ადამიანს”. – (ისიკუმბა) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ყველა უკვდავი აზრი, რომელსაც მეცნიერებაში გადატრიალება მოუხდენია, ძილის წინ ანდა მხარ-თეძოზე უდარდელად წოლის დროს დაბადებია ადამიანს, პარადოქსია? არავითარი! უამრავი დამადასტურებელი მაგალითის მოყვანა შეიძლებოდა, მაგრამ შორს რად წავიდეთ: განა თითოეულ თქვენთაგანს სწორედ ამ მდგომარეობაში არ ჩასახვია ყველა თავისი განსაკუთრებულად თვალსაჩინო აზრი?” – (ობროდი)
* * *
„განა ასფალტზე გახარებულა რაიმე?” – (ობროდი)
* * *
„რა თქმა უნდა, არავის აქვს უფლება სხვის სულში ხელები აფათუროს”. – (ობროდი)
* * *
„ – როცა ბუნებაში თუნდაც რამდენიმე საათით განვმარტოებულვარ, უმალვე დაამებულა ხოლმე ყველაფერი გულდასაწყვეტი და ისე მომჩვენებია, რომ არა არის რა სიცოცხლეზე უტკბესი და მადლიანი”. – (ისიკუმბა) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ცოცხალი ადამიანი უნდა ეცადო შეატრიალო შენი დღეები!” – (ობროდი)
* * *
„ – ეხ, მეგობრები! – სად არიან, თორემ…” – (ობროდი)
* * *
„ – რამდენ რაიმეს ინახავს თურმე მეხსიერება და ვინ იცის, რა დროს, რისთვის და რას არ ამოატივტივებს იმ საკვირველ ღრმა სკივრიდან, სადაც შენახულია განვლილი დღეების თითოეული წუთი და ყველა ხმა, რომელიც ოდესმე გვსმენია. ისინი, თურმე, სამუდამოდ ცოცხლობენ ჩვენში და უჩინარ თანამგზავრებად დაგვყვებიან ყველგან და ყოველთვის”. – (შემოდგომის წვიმა)
* * *
„ადამიანს ბუნება შეეცვალა. ის აღარ არის, რაც უნდა იყოს…” – (ობროდი)
* * *
„რას არ ჩაიდენ მთვრალი კაცი…” – (ხალდე) – (გენია.ჯი)