ამონარიდები გივი კარბელაშვილის რომანიდან – „გათანგულნი”
„ – ეჰე, ეგრე ყოფილა ოდითგან – ყველამ თავისი მკვდარი უნდა იტიროს, ყველამ თავისი ძეობა ილხინოს, წისქვილმა კი ფქვას და ფქვას”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„არც უწიგნური კაცი ვარგა, არცა დამშეულს ჰღირსებია რამე სიკეთე ამქვეყნიური”.
* * *
„კაცმა თუ ავ-კარგის მეტნაკლებობის გამორჩევა არ იცის, უთუოდ გონიერებას დაჰკარგავს სათავისოდაც და სასხვისოდაც”.
* * *
„უსამართლობა საწყაოა კაცისა და ადამიანის გაბოროტებისა, გააფთრებისა”.
* * *
„შვილისაგან მოტყუებული მშობელი გაძარცვული არსება არს ნამდვილად”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ყოველი დიდი მცირედით იწყება”.
* * *
„ – დიახ, დიდი სიკეთეა სიმართლე, რომლის ფასი ბევრმა ბრიყვმა არ იცის ქვეყნად”.
* * *
„ჩვენი ხალხი სიკეთის მთესველი ხალხია და ავსა და ბოროტებას ისე ივიწყებს, როგორადაც ბრძენთ, ძალიან დიდ ბრძენთ სჩვევიათ. სწორედ ამით არის ქართველობა გამორჩეული, რომ შეუძლია, რომ შუღლსა და გაბოროტებას დიდხანს არ ინახავს, სიკეთის თესვით სწადია სიკეთის მომკა და რამდენი ეკალბარდიც არ უნდა ამოუვიდეს წუთისოფლის იმ სიკეთნათეს სახნავ-სათესში, კვლავაც სიკეთეს თესს”.
* * *
„არიან ადამიანები, რომელთაც საკუთარი ტყუილისა სჯერათ და ამ სიცრუეს სიბრძნედაც ასაღებენ”.
* * *
„ტყულით მიღწეული ნებისმიერი სიკეთევ ფაშარია და ძირიდანვე წყალწაღებული”. – (ავტორი გენია.ჯი)