ამონარიდები გივი კარბელაშვილის რომანიდან – „გათანგულნი”
„უცნაურია სწავლამოძალებული ადამიანი: როგორც კი გათვითცნობიერდება, მაშინვე უნდა იმ ცოდნის გამომჟღავნება – სხვასთან თუ არა, საკუთარ თავთან მაინც”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – ყველა მოწინააღმდეგისა და მოქიშპის მორიგება ძალუძს მხოლოდ ერთ ჯადოქარს…
- მაინც რომელს?
- ფულს…”
* * *
„ყოველ საქმეს პატრონობა უნდა”.
* * *
„ჩინებული სიტყვაა მარჩენალი – ზოგისთვის დედაა, ზოგისათვის მამა ან ქმარი, ზოგჯერ… ევროპაში, რასაკვირველია… საკუთარი ცოლი, ხან სხვისიც… ძროხაც, ცხენიც, ვირიც და მანქანაც…”
* * *
„ისტორიას არ უყვარს გამეორება, პირკატანაცემი და ხურვებით ალეწილი დედაკაცივით კვიმატია ისიც”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – სამარადისოდ ვიწამე, რომ სიმდიდრე და ქონება სულს თუ დაუმძიმებდა ადამიანს, თორემ ბედნიერების საწყაო ვერასოდეს ვერ იქნებოდა”.
* * *
„ყოველივეში ჩახედულ ადამიანს არა გაგაკვირვებს რა, არცა სულწასულობა დაგძალავს”.
* * *
„უნიათო სიბერეს მიტანებული არასოდეს დასცინის სხვის უბედურებას, რადგან თვით სიბერე არის უდიდესი უბედურება, რაც ჟამგადასულში უმალ ცრემლიან თუ უცრემლო მწუხარებას ბადებს, ვიდრე ახალგაზრდული ენერგიით გარეგვენებული ცერცეტის კბილიკრეჭას”.
* * *
„რა კარგია, როცა ადამიანის მიმართ ადამიანური გრძნობის მოძალებაში მარტო არა ხარ და გვერდში გიდგას ვიღაც მეორე, რომელიც მზად არის დაუყონებლივ აჰყვეს შენს შინაგან ძახილს”.
* * *
„ასაკი განისაზღვრება კაცის ჯანით, უნარით”. – (ავტორი გენია.ჯი)