ამონარიდები გივი კარბელაშვილის რომანიდან – „გათანგულნი”
„ძმათა და სისხლის ნათესავთა შორის ატეხილ ბრძოლაზე შემზარავი ქვეყნად არაფერია – უცხონი არასოდეს ებრძვიან ერთმანეთს ისე დაუნდობლად, როგორადაც ურთიერთგადაკიდებული ნათესავ-ახლობლები”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ტყუილისა და სიმართლის ჭიდილი ადამიანის წარმოშობიდან მოდის და მათი გაშველება შეუძლებელია”.
* * *
„სიმართლეს მხოლოდ მობეზრებულ ცოლებს ეუბნებიან, ან სულაც ისეთებს, ვისაც ქალად აღარ აგდებენ. როცა კაცს ქალი მოგწონს, გიყვარს, ძვირფასია, შენი სიცოცხლეა, სწორედ მაშინ გინდა მოეჩვენო ისეთად, როგორიც არა ხარ სინამდვილეში, მოეჩვენო უკეთესად, ვიდრე ხარ, დამალო მის წინაშე საკუთარი ნაკლი. მაგრამ, რახან კაცი, როგორც ყველა ადამიანი, უნაკლო არ არის, იძულებულია იცრუოს”.
* * *
„ყველას თავისი ახირება აქვს – კაცს კაცისა, კატას კატისა”.
* * *
„ყოველი დიდი გარდატეხა დიდ მსხვერპლს მოითხოვს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ვინ გაიგებს ქალის ბუნებას, ვინ უწყის, მწუხარებიდან სიხარულამდე ზღვარი სად უდევს, ან უდევს კი საერთოდ? ფერიცვალება თუ ვინმეს, ან რამეს დაერქმეოდა, უპირველესად ქალზე იქნებოდა მორგებული…”
* * *
„მამაკაცები იმ ქურდებს ვგევართ, რომლებიც მყის წავეპოტინებით უპატრონოდ მიტოვებულ ყველა სილამაზეს და ვაი იმ ქმარს, ვინც ამ წაპოტინების მსხვერპლი გახდება”.
* * *
„ფუჭია ის სიხარული, მცირეოდენიც კი, რასაც შენთან ერთად შენიანიც ვერ იზიარებს, მოყვარეს არ გაგიხარებს და მტრის თვალს ვერ დაგიბრმავებს”.
* * *
„ოჯახში შეშვებული უცხო ლამაზი ქალი იგივეა, რაც საწოლქვეშ შეგდებული ყუმბარა – როდის აფეთქდება და შენც აგაფეთქებს, არავინ უწყის”.
* * *
„ – მეოცე საუკუნის ცივილიზაციავ, საით მიგვაქანებ ადამიანად წოდებულ არსებებს, რატომ ავიწყებ კაცს კაცობასა და დედაკაცს დედაკაცობას, რისთვის გჭირდება ადამიანის გაპირუტყვება?!” – (ავტორი გენია.ჯი)