ამონარიდები სერგო კლდიაშვილის მოთხრობებიდან…
„როცა გულში ღამეა, თვალი გინდ მზეს უმზერდეს და გინდ კუპრის ცას, რა განსხვავებაა…” – (ცხოვრება პატარა კაცისა) - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – არ ვიცოდი, თურმე დაზანტება სცოდნია დროს”. – (კაიშაურის სონატა)
* * *
„რამდენი ახირებული ფიქრი არ გაიელვებს ხოლმე თავში, როცა ხალისიან და უდარდელ გუნებაზე ხარ!” – (მინანქრის გოგონა ლომბარდში)
* * *
„ბუნება ბრძენია, აღუვსებელი საწყაული სიკეთისა და, დე, დარჩეს ისეთი, როგორიც არის”. – (ერთი დღე ბეთანელის ცხოვრებისა)
* * *
„ – ეს მითხარი, ამ ნასწავლ ხალხს სოფლად არ დაედგომება, თუ რავაა საქმე? აქ საქმე არ მოიძებნება, რომ ქალაქ ადგილას გარბიან? ან რომელ წიგნში ამოიკითხეს, სახლ-კარი მიატოვე, გადაშენდი, გადაგვარდი, შენიანიც დაივიწყე და შენი ბუდეც მოშალეო?” – (ნაბოლარა) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – მერწმუნეთ, უფრო მნიშვნელოვანია გქონდეს უნარი ყველაფერი შენს სასარგებლოდ გამოიყენო ცხოვრებაში და მიაღწიო იმას, რომ შენსავით არავინ ჩანდეს, თუნდაც სხვა ვინმე უფრო ღირსეული იყოს”. – (ძველთაძველი ამბავი)
* * *
„მეგობრის გულის ტკივილი უსიტყვოდაც უნდა გესმოდეს”. – (მთვრალი ლანდი)
* * *
„კაცი, თურმე, მაინც გაუტეხელი ყოფილა”. – (ნაბოლარა)
* * *
„ – ვიცი მე თქვენი ამბავი! – ჩაილაპარაკა საყვედურის კილოთი. – ადამიანს როცა სული ამოძრობაზე აქვს, მხოლოდ მაშინ მოგაგონდებათ ექიმი, რა გიშველო? მე მკურნალი ვარ და არა სასწაულთმოქმედი”. – (სერაფიტი)
* * *
„იმ იშვიათ და განუმეორებელ ნიჭს, რომელსაც სიცოცხლე ეწოდება, ვერაფერი ვერ შეედრება”. – (სერაფიტი) – (ავტორი გენია.ჯი)