ამონარიდები პოლიკარპე კაკაბაძის პიესიდან – „კახაბერის ხმალი”
„ქალმა რომ ვერ მოახერხოს, ისეთი რაა ქვეყანაზე?” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ხანდახან უნდა იფიქრო, რომ ეშმაკიც ღვთის გაჩენილია”.
* * *
„ფიქრს ძალას ვერ დაატან, თავისით მოდის. კაცის ჭკუა ყმა არაა”.
* * *
„ქალს ის შეშვენის, მაცდურის წინაშე აუღებელ ციხედ იქცეს”.
* * *
„დღეს ერთმანეთისა არავის ესმის”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„დიდი ჭირია ქვეყნისთვის, როცა ბიწი ერევა დედაკაცებს”.
* * *
„მართლაც, დაქცეულა სოფელი, როცა ყვავს კაკალი ვერ უშოვია და ძერას წიწილი”.
* * *
„წინათ კაცები და ქალები ერთმანეთს აფაქიზებდნენ, ახლა კი აუმსგავსებენ…”
* * *
„ბედს ისეთი გასაღები აქვს, ეშმაკის დახურულსაც აღებს”.
* * *
„ყველას თავისი თავის ჭკუით გაუმარჯოს”. – (ავტორი გენია.ჯი)