ამონარიდები ალექსანდრე კიკნაძის რომანიდან – „იბერიის ლეგენდა”
„არიან ადამიანები, ვისაც სხვისი აზრი ფეხებზე ჰკიდია”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – ცოტა მეტი უნდა იკითხოთ მხატვრული ლიტერატურა. იგი ავითარებს ადამიანს, აძლევს ახალ წარმოდგენებს, უფართოებს ჰორიზონტს და როცა ინტელიგენტურ საზოგადოებაში მოხვდება, ზედმეტად აღარ იგრძნობს თავს. „ყველაფერს, რაც კარგია ჩემში, წიგნებს ვუმადლი”, – ამბობდა მაქსიმ გორკი”.
* * *
„ყოველი საქმისათვის საჭიროა მოწოდება გაგაჩნდეს”.
* * *
„ვინც ჩქარა ენთება, ისევე ჩქარა ჩაქრება ხოლმე”.
* * *
„თუ სურვილი იქნება, ყველაფერს ეშველება”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მთელი შენი ცხოვრება სულ იმას ცდილობდე, შეეგუო, და მაინც უცხოდ გრძნობდე თავს? ამაზე მეტი სასჯელი რად გინდა”.
* * *
„წარმოდგენა ყველაფრისა შეიძლება, რასაც მოისურვებ”.
* * *
„მეგობრობა ამაღლებს და აბედნიერებს ადამიანს”.
* * *
„და თითქოს მის აზრებს იმეორებსო, საიდანღაც მის სმენამდე მიაღწია ქადაგის სიტყვებმა: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: როცა ახალგაზრდა იყავი, შენით ირტყამდი ქამარს და სადაც გინდოდა, იქ დადიოდი; როცა დაბერდები, შენ გაიწვდი ხელებს, სხვა შემოგარტყამს ქამარს და წაგიყვანს, სადაც არ გინდა”.
* * *
„ – ბევრჯერ მინანია ჩემი ცხოვრების მანძილზე ნათქვამი სიტყვის გამო და თითქმის არასოდეს – უთქმელზე”. – (ავტორი გენია.ჯი)