ამონარიდები ჩარლზ დიკენსის რომანიდან – „ნიკოლას ნიკლბი”
„ხალხს თუ უყურე, გაგაგიჟებს”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – სწორე გითხრა, დიდი ნუგეში და სიამოვნებაა გაზრდილი ვაჟიშვილი, საიდუმლოსაც გაანდობ და რჩევასაც ჰკითხავ”.
* * *
„ყალბი შორიდან უფრო ჰგავს ნამდვილს”.
* * *
„გულქვაობა და ბოროტება ვერასოდეს ვერ გაიხარებს. ჯერ არავინ მოსწრებია ამას”.
* * *
„ხელში ჩაბღუჯული ორი ჩიტი ვერ შეედრება ბუჩქებში მიმალულ ერთ ჩიტს, ეს ცხადზე ცხადია”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„რა უცნაურობა ხდება ხოლმე ცხოვრებაში!”
* * *
„იდუმალება და იმედის გაცრუება ყოველთვის სავალდებულო როდია სიყვარულის გასაღვივებლად, მაგრამ ხელს კი ძალიან უწყობს”.
* * *
„სასიამოვნოა იმის გაფიქრება, რომ ქვეყნად ყოველი ახალდაბადებული ბავშვი წინათდაბადებულებსა სჯობს”.
* * *
„ადამიანებზე, რომელთაც ერთგვარი ღირსება შერჩენიათ, არაფერი ისე გადამდებად არ მოქმედებს, როგორც წმინდა გულახდილობა”.
* * *
„განათლება დიდებული საქმეა, დიდებული საქმე!” – (ავტორი გენია.ჯი)