ამონარიდები პოლიკარპე კაკაბაძის პიესიდან – „მერიქიფის ასული”
„რაც არ არის, ეშმაკიც ვერ მონახავს”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – ეჰ, სიფიცხე, კაცო, უბედურებაა”.
* * *
„ზოგიერთი კაცი სირცხვილს მჭადივით ჭამს და კუჭით ინელებს”.
* * *
„ზედმეტი ქებით ქებაც და საქებარიც ერთად დაილევა, დანაქვასალესივით”.
* * *
„როცა კაცს თავში არა გაქვს, ყურში შესულსაც ვერ გაიგებ”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ორგულის ამაგი ვის უნახავს?”
* * *
„სიმართლისაგან დამწვარს, ცეცხლით დამწვარი სჯობია”.
* * *
„ – ეჰ, ქალის ჭკუა თხამ შეჭამაო, ხომ გაგიგონია? ზოგი ქალი ისეთი წყეულია, რამდენ მეტს უღალატებ და გამოიცვლი, იმდენი მოგეფართქუნება”.
* * *
„ – აი, დასწყევლოს ღმერთმა ის ახლაგაზრდა ქალი, გინდა ვაჟი, ვისაც სხვისი ქორწილი ეხარბება”.
* * *
„ – ეს მიბრძანე, ქალო, ახლანდელი ახალგაზრდები შეუღლებას რატომ არ უყურებთ, როგორც მუდმივ საქმეს, რომ არ აკვირდებით, ვისზე თხოვდებით და რის შეძლება აქვს თქვენს არჩეულ კაცს?
- რა ვიცი, მე, ჩემი ჭკუა როგორც ჭრის, პირველად კაცს ვუყურებ.
- კაცის შეხედვა რაა მერე, კაცში რამე უნდა იყოს, თორემ ულვაში სიმინდსაც კი აქვს.
- ეს მართალია, ბატონო, კაცი ჯერ ადამიანი უნდა იყოს. თქვენ თვითონაც ბრძანეთ, რომ ჩვენ ადამიანს უნდა ვაფასებდეთო.
- რომ ვთქვი, იმიტომ ვთქვი, რომ ენას თავისი წესი აქვს… მაგრამ ცხოვრებასაც თავისი უნდა”. – (ავტორი გენია.ჯი)