ამონარიდები გივი კარბელაშვილის რომანიდან – „გათანგულნი”
„სიბერესა და სიკვდილს ყველა ცოცხალი არსება ეულად ხვდება – იმ დროსა თუ ჟამს გვერდით არავის არავინ ამოუდგება ამ დალოცვილ წუთისოფელში”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ადამიანს საკუთარი თავისადმი პატივისცემა თუ არ ექნება, ზიზღი მაინც არ უნდა ჰქონდეს”.
* * *
„ყველა ცხოვრობს ისე, როგორც მოეხერხება”.
* * *
„ბავშვობიდან სიჭაბუკეში გადასვლა, ანდა სიჭაბუკიდან კაცობაში შერევა, რასაც დაახლოებით ოცი წლის ასაკი უდევს ზღვარად, გაცილებით ადვილია ადამიანისათვის, რადგან ცხოვრებისეული აღმასვლაა. ორმოცი წლისათვის აღმასვლა დასრულებულია და პლატოზე მიაბიჯებს მთის მეორე კალთისაკენ. ორმოცდაათს მიატანს თუ არა კაცი, პლატოს მეორე კალთის ქიმსაც მიაღწევს და იწყება ნელი, მაგრამ გარდუვალი თავქვე, რასაც ვერა შეაჩერებს რა, გარდა სიკვდილისა”.
* * *
„არ არის არც ერთი ძლიერი ამა ქვეყნისა, რომელიც ჟამმა და დრომ ტიალად არ აქციოს, არ მოსრას!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ნაბიჯში შეპარული ფრატუნი! ეს არის კაცის დაღმასვლის უტყუარი ნიშანი, რაც მარტოოდენ ხანდაზმულთა ან სულაც შებერებულთა ხვედრი კი არ არის, არამედ უპირველესი სამხელია კაცის განახევრების დასაწყისისა, ზოგჯერ უდროოდ და სრულიად უდანაშაულოდაც რომ მოგეძალება ხოლმე. და რაც უფრო უდანაშაულოა, უბრალოა, ალალმართალია ადამიანი, მით უფრო ულმობელია და ძალუმი ადრინდელ მტკიცე ნაბიჯში შეპარული ის ოდნავ შესამჩნევი თუ ახირებულად მოძალებული ფრატუნი”.
* * *
„არის თურმე ადამიანთა ურთიერთ შეჯახება ყოველგვარი პირადული ინტერესის, შეხლა-შემოხლისა ან სულაც მცირედი დაპირისპირების გარეშეც, როცა ერთს მეორე სძულს, ან მეორეს პირველი, ანდა ორთავეს ერთიმეორე ისე, რომ მიზეზსაც ვერ ახსნიან იმ სიძულვილისას, ვერ იტყვიან, რატომ დახოცავდნენ ერთმანეთს…”
* * *
„ავ-კარგის დადგენა ჯერ ვერავის მოუხერხებია და ვერც ვერასოდეს მოახერხებს, რადგან მათ შორის არავითარი ზღვარი არ არსებობს; რაც ავია ერთისათვის, ის კარგია მეორისთვის”.
* * *
„ყველას და ყოველს თავისი დასასრული ჰქონია”. – (ავტორი გენია.ჯი)