ამონარიდები სერგო კლდიაშვილის მოთხრობებიდან…
„ – აჰ, ეს სიყვარული! რა მიხვეულ-მოხვეული, რა დახლართული ბილიკები აქვს სიყვარულს! დასაბამიდან ამ წვრილმანზე, ვინ მოთვლის, რამდენს შეცვლია მხარი და გზა არევია. რამდენი სიმღერა თქმულა და რამდენი საქალვაჟიანო ეტრატი შეუვსიათ სიყვარულზე, მაგრამ ვინ გაიგო, რა არის ის, ვინ ჩაწვდა ამ საიდუმლოთა საიდუმლოს? ვაგლახ, ის სამუდამოდ გამოუცნობი დარჩება!” – (გამოუცნობი საიდუმლო) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ყველას, ვისაც სუფთა გული აქვს და ადამიანისადმი სიყვარულისთვის შეუძლია თავი დაფერფლოს, გიჟად სთვლიან”. – (პატარა ცხოვრება)
* * *
„ძალაუფლებით მოსილი დესპოტი, თურმე, პატიოსნებაზე და ღმერთზე უფრო მაღლა დგას. კანონი არ სჯის ბობოლას, თვალებზე ხელებს იფარებს, რომ მისი სიავე არ დაინახოს, ხოლო გულგრილად უსწრაფავს სიცოცხლეს უცოდველსაც, თუ მან დამცირება ვეღარ აიტანა და ბოროტებას წინაღუდგა…” – (კეთილი დედაკაცი)
* * *
„ – ადამიანები ბედნიერები უნდა გავხადოთ. ამას უნდა ვეცადოთ. ეს არის თვითოეული ჩვენგანის დანიშნულება ამქვეყნად…” – (პატარა ცხოვრება)
* * *
„ჩვენს დროში დედაკაცი ცდილობს მამაკაცს გაუთანაბრდეს”. – (ქალ-ვაჟნი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – ჩემი უსაზღვრო სიყვარული მზეს, ბალახის ბიბინს, ტყის შრიალს, შაშვის გალობას, ადამიანის კერას, ყველაფერს, რაც ცოცხლობს და მაცოცხლებს, რაც ისე უბრალოა და მაინც დიადია!” – (პატარა ცხოვრება)
* * *
„ – საერთოდ ვეღარ ვხედავ ქალს, ვისთვისაც თავის გაწირვა ღირდეს. ხომ კითხულობ ახალ პოემებსა და რომანებს? დამისახელე თანამედროვე ნესტანი, ჯულიეტა, იზოლდა, ბეატრიჩე”. – (ქალ-ვაჟნი)
* * *
„ჩვენი თავის წინაშე მაინც ვიყოთ გულწრფელი”. – (პატარა ცხოვრება)
* * *
„მგზავრობაში ახლოვდებიან ხოლმე ადამიანები და ისე ჰგონიათ, რომ ამიერიდან გულისხმიერი მეგობრები იქნებიან, მაგრამ თავთავიანთ ბუდეს მიაღწევენ თუ არა, თითქოს აღარც ახსოვთ ერთმანეთი”. – (პატარა ცხოვრება)
* * *
„სალახანას არ იცოდებენ!” – (სამი ეპიზოდი) – (ავტორი გენია.ჯი)