ამონარიდები პოლიკარპე კაკაბაძის პიესიდან – „ცხოვრების ჯარა”
„სიმართლე ჩხუბის თავია, ყველას თავისად ესმის”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ზოგიერთი ადამიანი ზღარბივითაა, ვერც უკბენ, ვერც მოეფერები”.
* * *
„ადამიანი თავის იმედებზე ადრე ბერდება”.
* * *
„სიყვარულისთვის სიკვდილი არ არსებობს”.
* * *
„ქართველი კაცის გული დღეს ტაძარში ისე არ იღება, როგორც სუფრაზე”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – მე ბაბუამ დამიბარა, ცოლ-ქმრის დავაში არ გაერიო, ეგებ საალერსოდ ბუსკაობენო”.
* * *
„ქალის მეტი რაა, თუ თვალს გაახელ”.
* * *
„აშარი ცოლის მოთურგვნა უფრო ადვილია, ვიდრე საკუთარი ენის მოვლა”.
* * *
„ – შენ თუ გგონია, ყველა მისი ღირსია, რაც ხელთა აქვს, ან ყველას ღირსება თანასწორად ფასდება. ზოგ მორცხვ ქალს მარგალიტივით კბილები აქვს და ვერ აჩენს – ზოგი კი, ხრონჩებს მარგალიტებად მოგაჩვენებს”.
* * *
„ასეა, ყველაფერს პატრონი სჭირდება”. – (ავტორი გენია.ჯი)