ამონარიდები პოლიკარპე კაკაბაძის პიესიდან – „მეფე ვახტანგ პირველი გორგასალი”
„სულით ბავშვობა კაცს სიბერემდე არ შორდება”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ჟამის გარდასვლის შემდეგ დედის რძეც ურგებია”.
* * *
„ყველაზე საშიშარი არის ქვეყნისთვის, როდესაც რყვნა და ბოროტება შიგნით იზრდება”.
* * *
„ასე ხდება მთელ ბუნებაში. პატარა მხეცი გაიზრდება მხოლოდ დიდ მხეცად, გველის წიწილი მოთავდება შხამიან გველად”.
* * *
„ – დიახ, ყოველს კაცს თავში უძევს თავის სასწორი”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ზოგჯერ ადვილად ვქრთამავთ სინდისს”.
* * *
„ყველა მტარვალი თავისუფლების ქებით იწყებს ბორკილის ჭედვას”.
* * *
„ბოროტის ხელში წიგნი ის არის, რაც კბილია გველის ხახაში”.
* * *
„ჩვენ ხორცი მუდამ მდაბალ ვნებებში გვამწყვდევს”.
* * *
„ღვთის სიყვარულის გარე ყველა გზები ბნელია”. – (ავტორი გენია.ჯი)