ამონარიდები გივი კარბელაშვილის რომანიდან – „გათანგულნი”
„დიდი ფული ხშირად ღუპავს ადამიანს”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ლამაზი ქალის წინაშე ყველა მამაკაცი ჩერჩეტია უკლებლივ!”.
* * *
„თუ ადამიანს თავის თავის არ სჯერა, მაშინ ის დაკარგული და დაღუპული არსებაა”.
* * *
„ხანსა და ასაკს ყოველთვის როდი აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ადამიანის ბუნებისა და სულის ამოსახნელად”.
* * *
„ – სწორედაც ეგ არის საშინელი, რომ ჩვენი დროის ადამიანი მხოლოდ საკუთარი სიკეთის გამართვაზე ზრუნავს და სხვისი ავ-კარგი არანაირად არ ენაღვლება”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„არა არის რა ქვეყნად იმაზე სასიამოვნო განცდა, როცა უცხო მიწაზე ეულად გარდახვეწილი ადამიანი დანდობილად წააწყდები კალმით უწერ და ყალმით უხატველ დიდებულებას, სულიერ ზეიმს რომ მოგგვრის შენეული მხარის უტყუარი მსგავსებით”.
* * *
„რუსეთი ყველგან და ყოველთვის ერთმანეთს აშორებს ცივილიზებულ ადამიანებს”.
* * *
„მამაკაცის მზერის დაჭერა ქალს უპირატესობის გრძნობას ანიჭებს”.
* * *
„ადამიანს ყოველთვის მოსწონს თავის გამოჩენა”.
* * *
„სიკეთის დათესვა ნუ შეგაშინებთ, გეშინოდეთ ბოროტების ჩადენისა. ასჯერ რომ არ გაგიმართლოთ, ასმეერთედ იმდენ სამაგიერო სიკეთეს გიზღვავენ, რომ ათმაგად გადაფარავენ ყველა თქვენეულ გაცრუებულ ნაამაგარს”. – (ავტორი გენია.ჯი)