ამონარიდები პოლიკარპე კაკაბაძის პიესიდან – „კახაბერის ხმალი”
„ – მთავარ-დიდებულნო, ეგებ თქვენ გულში ფიქრობთ, რომ ჩემზე ჭკვიანები ხართ. ეს რომ ასე იყოს, მაშინ თქვენ ტახტზე დაბრძანდებოდით და მე ფეხზე ვიდგებოდი, მაგრამ ტახტზე მე ვზივარ და ფეხზე თქვენ დგახართ, მაშასადამე, მე თქვენზე ჭკვიანი ვარ”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – ვინც სიავით გაბერილა, მამა ბატონო, ასე გამიგონია, ქვეყნის მადლით დაიჩუტებაო”.
* * *
„ – ჰმ, მე კი არა, ღმერთის ვალი ბერს ვერ გაუსტუმრებია ასი წლის ლოცვით”.
* * *
„ორი მიჯნურის ხელში კაცი უფრო საცოდავია, ვიდრე კოზაკი აქლემების ჩხუბში”.
* * *
„სიბრძნე სინათლეა, ძალაა!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„წესია, უფალს მარტო სასიამოვნო უთხრათ”.
* * *
„ – ეჰ, კაცს მუდამ ქეიფიც მობეზრდება”.
* * *
„გუგულმა თუ ჩხიკვს ბუდეში მოტყუებით თავისი კვერცხი ჩაუდო და გამოაჩეკინა, განა საწყალი ჩხიკვის ბრალია, რომ ის ბახალა გუგულად გაიზარდა?”
* * *
„ჩიტი ცაში არ დაიკარგება”.
* * *
„ადამიანი ცრუ არის”. – (ავტორი გენია.ჯი)