ამონარიდები პოლიკარპე კაკაბაძის პიესიდან – „ცხოვრების ჯარა”

„ – ეჰ, ჭორივით რომ სიმართლე ვრცელდებოდეს, ქვეყანას რა უჭირს”. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„კაცის ხორციელი სახე ისე არ იცვლება, როგორც გული”.

* * *

„სიმართლის საქმე ასეა, მექოთნე ქოთანს ყურს საითაც უნდა იქით გამოაბამს”.

* * *

„დიდი კაცის გაკეთებული საქმე დიდია, და იგივე საქმე პატარა კაცის გაკეთებული, პატარაა”.

* * *

„ხარს ეპატიება რქენა”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ – წაქცეული მე ჩემი თავი მეზარება”.

* * *

„ქვასთან რომელ ჭკვიან თავს უბრძოლია”.

* * *

„თუ გული გულობს, ქორწინება ავდარშიც საამოა”.

* * *

„ზოგიერთი კაცი ისეთი ძაღლია, რა ტკბილადაც არ უნდა დაუწრუპუნო, მაინც გიკბენს”.

* * *

„რაც მორცხვია ქალი, იმდენად მოურიდებელია, როცა საქმეზე მიდგება”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>