ამონარიდები სერგო კლდიაშვილის მოთხრობიდან – „ლახუნდარელის თავგადასავალი”
„აქა-იქ სასიკეთოს და გულის გასახარელს წააწყდებოდა კაცი, მაგრამ, საუბედუროდ, ბოროტება და სიავე, თურმე, ბევრად მეტი ყოფილა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – გასაჭირის დროს, ჩემო სპირიდონ, ერთიათად მოხერხებულია კაცი და, თუ ამათანავე გონებასაც დაატან, ბედი არ გიმუხთლებთ”.
* * *
„ – რას გავს ეს ამბავი! სად გაგონილა, კაცს ჯერ თავი მოკვეთო და მერე მისი დანაშაული არკვიო?”
* * *
„საშიში რამაა ცეცხლი, მაგრამ მასზე უფრო კაცის გულის მაამებელი და გამხარებელი სხვა რა არის ამ ქვეყნად!”
* * *
„ – შენს სამშობლოში მწარეც უფრო გემრიელია უცხოეთის ტკბილთან შედარებით და ფარღალალა ქოხში უფრო მეტი სიამოვნებით გაატარებ შენი სიცოცხლის დღეებს, ვიდრე უცხო შორეულ მხარეში აგებულ სრა-სასახლეში”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ერთხელვე თუ წაიბორძიკე კაცმა, თუ ერთხელვე ბედმა გიმტყუნა, იმის შემდეგ, იცოდე, შენი თავის დიდი იმედი ნუღარ გაქვს”.
* * *
„სამშობლოს მოღალატეზე საზიზღარი და შესაჩვენებელი არავინაა”.
* * *
„ვის არ გამოგიცდიათ ის სიხარული, როცა დიდი ხნის უნახავ გულითად მეგობარს შეხვდები! ეს სიხარული მით უფრო დიდია, თუ მოულოდნელია. უყურებ მეგობარს, გინდა ყველაფერი გამოკითხო, შენც მრავალი უამბო, მაგრამ ხანდახან სიტყვის თქმაც ვერ მოგიხერხებია”.
* * *
„მეფეები ხალხს როდი ჰკითხავენ, რატომ იწყებენ ომს…” – (ავტორი გენია.ჯი)