ამონარიდები პოლიკარპე კაკაბაძის პიესიდან – „გათენების წინ”
„გაჭირვებამ მოთმენა არ იცის… არა…” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„თუ ყველაფერი არ წაგართვა, ისე არ მოვა სრული ბედნიერება”.
* * *
„ჩვენი სამშობლო ქვეყანაზე დიდია…”
* * *
„საუკუნის ტანჯვას იყიდის სიხარულის წუთი”.
* * *
„ჩამოვიდა მიწაზე, ეცვა ჯვარს… და მონასავით დახარა თავი… ისე დიდია…” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ცხოვრება ერთი მთელი მდინარეა”.
* * *
„ბნელში სინდისი უძლურია…”
* * *
„ეს ქვეყანა ისე ტანჯულია, ისეთი ნაღვლიანია და იმდენი წამებაა შიგ, რომ, როდესაც გულში ჩავიხვევ, ჩემი სიყვარული ტანჯვად გადაიქცევა…”
* * *
„ – ჩემსას შიმშილი ისე აცეცებს თვალს, თითქო მთელი ქვეყნის ცოდვას ჩემს პატარა ქოხში მოეყაროს თავი!”
* * *
„მომეცით თავისუფლება!” – (ავტორი გენია.ჯი)