ამონარიდები გივი კარბელაშვილის რომანიდან – „გათანგულნი”
„ქონებასაც ისეთივე თვისებები აქვს, როგორც ლამაზ ქალს – გულმოდგინედ თუ არ მოუვლი, არ უპატრონებ, ისე გაგეპარება ხელსა და თვალს შუა, რომ ვერც გაიგებ, სად გაქრა, სანამ ერთ მშვენიერ დღეს საწოლსა თუ ჯიბეს ხელს არ მოუსვამ და სიცარიელეს არ იგრძნობ”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„სიმართლის თქმა დიდი გამბედაობაა. მაგისთვის ყველა ეპოქაში სჯიდნენ და ყოველთვის დასჯიან კიდეც”.
* * *
„ – ეჭვიანობა სიყვარულის შედეგია მხოლოდ. უსიყვარულო ეჭვიანობა კი საკუთარი ღირსებისა და პატივის დაცვის გარდუვალ სურვილს მაინც აღძრავს ნორმალურ მამაკაცში”.
* * *
„ – მართალია, ყველა ქალი ერთი როდია, მაგრამ ყველა ქალს ერთი აქვს საერთო – უპატრონობას ვერ გუობს”.
* * *
„ავბედობას გავლილი ლამაზი ქალი გაცილებით უკეთესი და მართალი სამეგობროა ყველანაირად, ვიდრე უმწიკვლობით დაუდარდებელი პეიტარი ასული, რომლისგანაც რა დადგება და რა გამოვა, ერთმა ღმერთმა და მისმა ხელნაკრავმა მეგობარმა თუ უწყის”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ურთიერთის საიდუმლოს შენახვით იქმნება კაცისა თუ ქალის ყველა დიდი და მტკიცე კავშირი”.
* * *
„ბედნიერია ქალი, რომლისაც სწამთ”.
* * *
„ – დიახ, ყოფილან თურმე ქვეყნად ადამიანები, რომლებიც საკუთარ სიცრუეს თვითონვე იწამებენ ხოლმე”.
* * *
„ასეა კაცი მოწყობილი – თუ არ საქმიანობს, ან არ სძინავს, აუცილებლად უნდა უცქიროს რამეს ან ვინმეს, რომელიც, ან რაც, სულაც არ ენაღვლება”
* * *
„ – ყოველგვარი დამონება, ქონებისა იქნება თუ ქალისა, ან სხვა ვინმესი და რამისა, ადამიანის დაკნინებისა და გადაგვარების უპირველესი ნიშანია”. – (ავტორი გენია.ჯი)