ამონარიდები პოლიკარპე კაკაბაძის პიესიდან – „კახაბერის ხმალი”
„სიმართლის ამბავი ასეთია – ის ყველა ენაზე უცხოა და არავის ესმის. სიმართლეს მთარგმნელებითაც ვერავის გააგებინებ… იმიტომ, რომ სააქაოს ენა არაა და თარგმნა არ უხერხდება. ტყუილი კი, თუ გინდა უცხოეთში წაიღე, ყველა ხალხი დედაენასავით ღებულობს, თვითონვე რომ ასჯერ გატყდე, მაინც მოგისმენენ და დაგიჯერებენ…” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – ვიცი გზა კეთილისა რა ეკლითაა მოფენილი…”
* * *
„ჯერ მტერ-მოყვარე გაარჩიეთ”.
* * *
„თვალი და ყური ყოველ სულიერსა აქვს, ხოლო კაცს ზედ ჭკუაც აბადია, მაგრამ უბედურება ეს არის, რომ კაცის ჭკუას დავა უყვარს და ნასმენ-ნანახზე ეჭვიანობს, ამიტომ სიმართლე ვერ გამოაქვს”.
* * *
„ – ეჰ, რა გითხრა შე ოხერო სიკვდილო, არ არის სიცილი, შენ რომ ტირილით არ მოათავო, არ ითქმება ისეთი სიმღერა, შენ რომ არ დაადუმო, ყველაფერს სწვდები ცის კიდემდე და სულ ყველგან სინამდვილეს სიმტკნარედ აქცევ… მე თუ მკითხავ, შენ ეშმაკის მოტანილი ხარ!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ეშმაკს გზის მეტი რა აქვს”.
* * *
„ – ო, რა ყოფილა სულის გაყრა!..”
* * *
„ – ეჰ, ღმერთიც მაშინ შეცდა, როცა ენა სიმართლის სათქმელად უნდოდა და საყლაპავში გააჩინა, სწორედ დიდი სინდისია კაცისათვის საჭირო, რომ ენა სამართლის მორჩილი გახადოს…”
* * *
„ – ასეა, მაგარ ჭურში ღვინო ვართ, გატეხილში თხლეთაც აღარ დავრჩებით”.
* * *
„როსტომ ბრძენმა თქვა, კაცის შუბლზე ორი ბედი წერია, ერთი სიზმრებისთვის და მეორე ცხადისთვისო”. – (ავტორი გენია.ჯი)