ამონარიდები პოლიკარპე კაკაბაძის პიესიდან – „ყვარვარე თუთაბერი”
„ხალხი თავის მტერია, თუ არ მოწყესე, უჭკუო საქონელივით ხრამში გადავარდება… თუ შნო გაქვს, ჯოხს თვითონ მოგცემს, ოღონდ ძალიან ჭკვიანად უნდა დაარტყა.” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ქალის კოცნა კეცს გაახურებს”.
* * *
„ – ეჰ, სულ ტყუილა-ბზუილა არის ეს ცხოვრება, ბოლო ყველასათვის დაკარგულია”.
* * *
„ხანდახან გმირობაც მარტო ესაა – არ ფიქრობ, რა მოგელის”.
* * *
„ – ცხოვრების წესი მე ასე გამიგია, კაცს კბილი უნდა გაუსინჯო, თუ ირყევა, მოთხარე; მაგრამ, თუ მაგრადაა – გაქცევა მოასწარი, რომ არ გაგქელოს…” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – ეჰ, გლეხკაცის საშველი არ ყოფილა”.
* * *
„ენის მასალით ქალთან კაცი პირს ყოველთვის მოიბან”.
* * *
„განა არ მომხდარა ასეთი მაგალითი, რომ მართალი კაცი ეშმაკის კლანჭში ჩავარდნილა?!”
* * *
„ – ამ ქალაქში ათასი პარტიაა და ერთმანეთი არც ერთს არ უყვარს”.
* * *
„ – დიახ, ყველაფერია ფესვები, ძირი და საფუძველი”. – (ავტორი გენია.ჯი)