ამონარიდები ჩარლზ დიკენსის რომანიდან – „ნიკოლას ნიკლბი”
„პურს მოპოვება უნდა”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„თუ მართლა შეცდომა მოგივიდა, სჯობს გულით მოინანიო და ახლავე ამოფხიკო, ვიდრე მთელი შენი დღე და მოსწრება სინდისის ქენჯნას ატანჯვინო თავი”.
* * *
„ერთი უღელი არამზადა რას არ გასწევს!”
* * *
„რაც კანონები დაწერილა, იმით ბოძებულ წყალობა, ჯიბეების სისქის მიუხედავად, ყველა ადამიანისათვის თანაბრად ხელმისაწვდომი უნდა იყოს”.
* * *
„ხალხი ისე მსჯელობს ბუნებაზე, როგორც განყენებულ რაღაცაზე, ხოლო ამასობაში, რაც ნამდვილად ბუნებრივია, იმას ვერ ამჩნევს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„გოგონებს შეხედულების შეცვლა არ ეძრახებათ”.
* * *
„კანონმდებლობა ცხვირსახოცის დაცვას კისრულობს, ხოლო ადამიანის გონების დაცვა არავის ენაღვლება – თავდაცვაზე თვითონვე იზრუნოსო”.
* * *
„ბევრი ყბედობა რის მაქნისია. აღდგომა და ხვალეო”.
* * *
„ასე მოკვდა ლორდ ფრედერიკ ვერისოფტი. იმ ხელმა მოჰკლა, რომელიც მას საჩუქრებით დაუმძიმებია და ბარე ათასჯერ თავისივე ხელში სჭერია”.
* * *
„ – საცდელს ნუ დააკლებთ! ესეც ერთგვარი ნუგეშია – როცა გაიფიქრებ, რაც კი რამ შემეძლო, ყველაფერი ვიღონეო”. – (ავტორი გენია.ჯი)