ამონარიდები პოლიკარპე კაკაბაძის პიესიდან – „ყვარყვარე თუთაბერი”

„ – მე რომ მკითხონ, სიყვარული მახეებში ძრომაა. თუ გააბი ქალი, ბულბულს შეარცხვენს, ისე ტკბილ გალობას დაგიბერავს, მაგრამ თუ გაგაბა, ქარცეცხლს შემოგიკიდებს”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ – ეჰ, წინათ სიტყვა ხალხი ჩემთვის წმიდათაწმიდა იყო, ახლა კი, ვფიქრობ, როგორც პოეტების დახატული ქალი არ იპოვება ბუნებაში, ისე არ არსებობს ხალხი იმ სახით, როგორც ჩვენი პოლიტიკური მოღვაწეები გვასწავლიდნენ…”

* * *

„ – რაც არ ვიცი, იმას არც ვიტყვი”.

* * *

„როდესაც წარღვნა მოდის და სოროები წყლით ივსება, ჭკვიანი ვირთხა მაშინ მაღალ მწვერვალებს ეძებს…”

* * *

„სიმართლეს რა სჯობია”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ადამიანი ბუნების გვირგვინია”.

* * *

„ – რა გლახაა ხალხის სიბნელე, რამდენიც არ უნდა უჩაჩქუნო თავში, ვერაფერს ვერ შეაგნებინებ”.

* * *

„ცოდნას მოხმარა უნდა”.

* * *

„ – ოო, ჩვენი საუკუნე ჭკუიანია, ახლანდელ გმირს ქალის ალერსი ვერ ატყუებს”.

* * *

„ – ეჰ, ადამიანის ბოლო უბედურია”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება